ტრენინგები
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი

650.00 A

ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი წარმოადგენს შესაძლებლობას მოემზადოთ ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის, ხოლო მათ ვისაც გამოცდა უკვე ჩაბარებული გაქვთ ნოტარიუსთა სტაჟირების კონკურსისთვის.

 მოსამზადებელი კურსის განმავლობაში სრულად იფარება საკვალიფიკაციო გამოცდისათვის დამტკიცებული საგამოცდო პროგრამა.

იხ. პროგრამა https://short-url.org/1b1A-

გამოცდის ჩაბარება საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ ნოტარიუსთა პალატის შემცვლელ პირთა რეესტრში და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მოქმედი ნოტარიუსები;

მოსამზადებელი კურსის ფარგლებში მსმენელს საშუალება ექნება მომზადება გაიაროს შემდეგ დისციპლინებში:

დიანა ბერეკაშვილი - სამოქალაქო სამართალი- 25 საათი;
მარიამ შავერდაშვილი - ნოტარიატი- 10 სთ;
შოთა გეწაძე- ადმინისტრაციული სამართალი - 5 საათი;
ნინო ქოჩიაშვილი- სამოქალაქო საპროცესო სამართალი - 5 საათი;
მარიამ სიორდია - საკონსტიტუციო სამართალი - 10 საათი;
ნატალი გოგიაშვილი - სამეწარმეო სამართალი - 5 საათი;
ნინო ძმანაშვილი - ზოგადი უნარები - 8 საათი;

სწავლების მეთოდი:
გამოცდის სპეციფიკისა და ფორმატის გათვალისწინებით სასწავლო კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ნორმის შინაარსის გაგებაზე. ყოველი დისციპლინა ითვალისწინებს ტესტურ დავალებებზე მუშაობას, ხოლო პრეზენტაციას აქვს მოკლე კონსპექტის ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ მისი სისტემატიური გადამეორებით მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირდეთ.

კურსის ფარგლებში გამართული ყველა ლექცია იწერება და იტვირთება დრაივზე, ჩანაწერებზე ყურების უფლება მსმენელს უახლოესი გამოცდის გამართვამდე ექნება;

კურსის ხანგძლივობა: 1.5 თვე;

სალექციო საათები: 68 საათი;

დასაწყისი: 2025 წლის 14 ოქტომბერი (რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი);

კურსის ფორმატი: Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით;

 ღირებულება: სრული კურსი - 650 ლარი;

სრული კურსის გარდა მსმენელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ცალკეული დისციპლინა, რომელთა გამართვის თარიღების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ განრიგში იხილოთ

იხილეთ განრიგი: https://short-url.org/1fFha

სამოქალაქო სამართალი (დიანა ბერეკაშვილი) - 25 საათი - 400 ლარი;
სანოტარო სამართალი (მარიამ შავერდაშვილი) 10 საათი - 150 ლარი
საკონსტიტუციო სამართალი (მარიამ სიორდია) 10 საათი - 150 ლარი;

ადმინისტრაციული სამართალი (შოთა გეწაძე) - 5 საათი - 150 ლარი;
სამოქალაქო საპროცესო სამართალი (ნინო ქოჩიაშვილი) 5 საათი - 100 ლარი;
სამეწარმეო სამართალი (ნატალი გოგიაშვილი) - 5 საათი - 100 ლარი;
ზოგადი უნარები (ნინო ძმანაშვილი)- 8 საათი - 120 ლარი;

? სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/xnZnQD4PURW8e2B59

ტრენინგის პროგრამა

.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2025-10-14
2025-11-30