ლადო ბატიაშვილი
ლადო ბატიაშვილი

ლადო ბატიაშვილი

იურისტი

ლადო ბატიაშვილი J&J Consulting-ის გუნდს იურიდიულ სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით 2025 წელს შემოუერთდა და დღეის მდგომარეობით კომპანიაში იურისტის პოზიციას იკავებს.

J&J Consulting-ში საქმიანობის დაწყებამდე, ლადო 2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) და აქტიურად იყო ჩართული 2016 წელს დაწყებული ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების პროცესში.

საჯარო სამსახურის გარდა, ლადოს აქვს კერძო სექტორში  მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ  წლების განმავლობაში ის  იკავებდა იურისტის პოზიციას  აუდიტორულ კომპანია RSM საქართველო-სა და NEXIA საქართველო-ში .

2017 წელს ლადომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაასრულა და მიენიჭა ბაკალავრის  ხარისხი, ხოლო 2019 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა და მიენჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

ლადო არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  წევრი და სპეციალიზირებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების/ბავშვთა უფლებების მიმართულებით.